შპს  "ელ ჯი"-ს სამკერვალაო ფაბრიკა კლიენტებს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ყოველდღიურ და სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს, როგორიცაა სასკოლო ფორმები, სპეცშარვლები, ქურთუკები, ხალათები, ჟილეტები და სხვა.


სამკერვალო ფაბრიკა პროდუქციას აწარმოებს ისეთი ცნობილი იტალიური ფირმებისთვის, როგორებიცაა: "მაული", "ჰაჩიბი", "დაინესე", "მონკლერი", "მალბორო", "სევენთი", "ვისტი" და სხვა.


საწარმოს მისწრაფებაა გახდეს კერვის პროცესის, დიზაინის შექმნის მაღალი ხარისხის ინდიკატორი კონკურენტუნარიან გარემოში. ამ მიზნით კომპანია მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

თავდაპირველად მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებთან მუშაობის პრინციპის სწავლების მიზნით იაპონური ფირმა "ჯუკი"-ს სპეციალისტებმა დაატრენინგეს ფაბრიკის მუშა-სპეციალისტები. შემდეგ ეტაპზე საქართველოში ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI GEPGIA) მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამით ჩატარდა მრავალჯერადი სწავლება. დღეისათვის ცნობილი იტალიური ბრენდების დაკვეთების შესასრულებლად სპეციალისტთა დატრენინგებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური იტალიელი სპეციალისტები