საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ  სწრაფი განვითარება დაიწყო და იგი დღეს მსოლიოში ერთერთი არკორუმპირებული ქვეყანაა. უსაფრთხო გარემომ და დაცულმა საზოგადოებამ შექმნა იმის პირობა, რომ საქართველო შესულიყო იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველა პირობაა.

 

ვარდების რევოლუციამდე საქრთველოში აღარ არსებობდა მსუბუქი და მძიმე ინდუსტრია. საწარმოები, რომლებიც სსრ კავშირის დროს ფუნქციონირებდნენ გაძარცული და განადგურებული იყო. კორუფციით გაჯერებული ხელისუფლება ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევდა.

 

საქრთველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. კორუფციის აღმოფხვრამ და სწორმა საგადასახადო სისტემამ, საშუალება მისცა მსუბუქი და მძიმე საწარმოების აღორძინებას. ახალი საწარმოების შექმნამ უზრუნველყო ერთი ათეული წლით უმუშევარი ადამიანების დასაქმება.

 

ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოში შეიქმნა პროფესიული გადამზადების ცენტრები და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, შეეძინათ ახალი პროფესიები.

 

ჩვენი საწარმოს ჩამოყალიბების საშუალებაც სწორეთ ქვეყანაში გატარებული რეფორმების საფუძველზე განხორციელდა. დღეისათვის საწარმოში დასაქმებულია 300 ადამიანი, რომლის რიცხვიც უახლოეს მომავალში 500-მდე გაიზარდება.

 

ჩვენთან სისტემატურად გადიან სასწავლო პრაქტიკას უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბევრ ორგანიზააციასთან საქართველოსა და უცხოეთში. სამკერვალო ფაბრიკა აღჭურვილია უახლესი, მარალტექნოლოგიური მანქანა - დანადგარებით. საწარმოში შრომის და უსაფრთხოების პირობები საერთაშორისი სტანდარტების  მოთხოვნების  აკმაყოფილებს.

 

ჩვენი მიზანი და სტრატეგიაა ვაწარმოოთ და მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რაც მოგვცემს განვითარებისა და უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას.