შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ელ-ჯი” სამკერვალო ფაბრიკა განლაგებულია 80192 კვმ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ფაბრიკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართი შეადგენს 22106 კვმ.   ფაბრიკის ტერიტორიაზე განთავსებულია სასაწყობე მეურნეობები საკუთარი რკინიგზის ჩიხითა და რამპით, სამსართულიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო. ფაბრიკა მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. მის მიმდებარე ტერიტორიაზე არც ერთი სამრეწველო საწარმო არ ფუნქციონირებს.

 

სამკერვალო ფაბრიკამ საქმიანობა  2011 წლის 03 იანვრიდან დაიწყო. ჩვენი ბიზნესი თანამედროვე სამკერვალო წარმოების სისტემას და საერთაშორისო გამოცდილებას ემყარება, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ უახლესი სტანდარტების შესაბამისად უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

 

სამკერვალო ფაბრიკა ცნობილი იაპონური ფირმების "JUKI INTERNATIONAL" და "TAJIMAL  INDUSTRIELS  LTD"-ს მიერ წარმოებული უახლესი მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი.ფაბრიკაში ტანსაცმლის მოდელების კონსტრუირება, თარგების გამრავლება-ჩახაზვა ამერიკული წარმოების "გერბერი"-ს სისტემის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხორციელდება. უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა წარმოების საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწარმო რამდენიმე მაღალეფექტური ნაკადური ხაზისაგან შედგება და აწარმოებს სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციას. ფაბრიკის ჯინსების რეცხვა-გადამუშავების უბანი უზრუნველყოფს ჯინსების გამოხარშვასა და ქიმიურ-ტექნოლოგიურ დამუშავებას.  

 

მაღალტექნოლოგიური საქარგავი დანადგარები მრავალი სახის ნაქარგსა და ორნამენტს სთავაზობს მომხმარებელს. ფაბრიკაში 200 მკერავი და 30 კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალია დასაქმებული. სამკერვალო ფაბრიკა ნაყოფიერად თანამშრომლობს ცალკეულ დიზაინერებთან და კომპანიებთან. აწარმოებს სპეცდანიშნულების ტანსაცმელს.   სამკერვალო ფაბრიკის საქმიანი პარტნიორებია, კომპანიები:  MONCLER, DAINESE, SEVENITY, MAULI, FACIB, BAILO, VIST, MCS Clothing.